ჯანსაღი სნექების
საწარმო
ჩვენ ვაწარმოებთ ჯანსაღ სნექებს, სასუსნავებს, ტყლაპს და ჩირს, რომლებიც მზადდება საქართველოში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დაკრეფილი ნედლეულისგან (ვაშლი, ქლიავი, ხურმა, ციტრუსი, ტყემალი).
ჩვენ ვქმნით სნექებს (ხილის ფაფის ფირფიტები), რომელიც განკუთვნილია საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის მთელს მსოფლიოში (ბავშვი, სრულწლოვანი, ხანდაზმული, ვეგანი, ვეგეტარიანელი, ჯანსაღი კვების მოყვარული და ა.შ.).
ჩვენ მოვიფიქრეთ ციტრუსის ჩიფსის დამზადების უნიკალური ტექნოლოგიური სქემა და შევქმენით პროდუქტი, რომელიც მშრალი ხილის სნექების კატეგორიაში ყველანაირი შეფასებით, საუკეთესოა.
ტრადიციული და ინოვაციური ტექნოლოგიების შერწყმით გავაკეთეთ ხურმის სნექი, რომელიც გამორჩეულად გემრიელი და სასარგებლოა.
ჩვენ საწარმო გვაქვს მთაში, ,,მწვანე’’ გარემოში, რომელსაც ერთ მხარეს ტყე, ხოლო მეორე მხარეს მდინარე ესაზღვრება.