კერკი ქართული ბრენდია, რომელიც 2021 წლიდან მშრალ ხილს აწარმოებს. კერკი ფლობს მაღალი სტანდარტების მქონე საწარმოს მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. კერკს აქვს საფირმო მაღაზია ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, #111.
კ ე რ კ ი ს საწარმო ქმნის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც იყიდება საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ (ექსპორტი).
საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ISO22000 და ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის მარეგულირებელი ფედერალური სააგენტოს (FDA) სტანდარტები.
კერკი ძველქართული სიტყვაა, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახლაც გამოიყენება და მზეზე გამომშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს.
კ ე რ კ ი ს ბრენდის შექმნის იდეაზე მუშაობისას, ლოგოსა და ხასიათის შთაგონების წყარო ქართული ანბანი გახდა.