დახურვა

დაჯავშნა

დარეკე ახლა
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა
banner

აღმოაჩინე ქართული მშრალი ხილი

გააზიარე გვერდი

კერკი - ქართული ტრადიციული კულტურა. მშრალი ხილის ახალი ბრენდი

კერკი ძველი ქართული სახელია და მზეზე გამომშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს.

ხილის კულტურით ბარაქიანი საქართველო გახდა კერკის პროდუქტის შექმნის საფუძველი. გუნდის მიზანია, მრავალფეროვანი სახეობის ქართული ნედლეულისგან აწარმოოს ნატურალური მშრალი ხილი, როგორც ჯანსაღი და ამავდროულად ნოყიერი საკვები, რაც გაზრდის ჯანსაღი საკვების მოხმარების კულტურას. ამ ეტაპზე საწარმოს გუნდი, წლის განმავლობაში, მოსახლეობისგან 500 ტონა ნედლეულს იღებს და 70 ტონა მზა სახის პროდუქციას აწარმოებს. 

კერკი 2021 წლის დეკემბრიდან გამოჩნდა საქართველოს სავაჭრო ქსელებში. 

გუნდის სამომავლო გეგმაა, საწარმოო ქსელის გაფართოება, პროდუქციის წარმოების ხარისხის კიდევ უფრო დახვეწა, მაღალი წარმადობის მიღწევა და სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე აქტიური ექსპორტის განხორციელება.



 

საწარმოს გუნდი (75% ქალი) მუშაობს ქართული ნედლეულის შეგროვების, პროდუქციის დამუშავების, წარმოების, შეფუთვას, დისტრიბუციისა და გაყიდვის პროცესში. "კერკის"გავლენა ქართული ნაწარმის წარმოჩენისა და რეალიზაციის კუთხით უმნიშვნელოვანესია. ახალი ქართული ბრენდი უკვე იყო წარმოდგენილი რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბურ გამოფენაზე და პირველი ექსპორტიც განახორციელა. საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად გუნდმა მოიპოვა სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის ISO:22000 და HACCP სერტიფიკატები.

 



ჩვენი პროდუქტები

იხილეთ ყველა